Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს

თარიღი : 30-03-2016, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ, გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6–სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთითა და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღით შეუძინა. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.

2012 წლიდან დღემდე "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 717 სახლი შეისყიდა, მათ შორის 93 იმერეთში.


ნანახია: 1995-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
შევსებულ განაცხადთან ერთად, დევნილმა ოჯახმა მოძიებული სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერიც უნდა წარმოადგინოს.

ამინდი