Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში იმერეთის გუბერნატორმა სალოტბარო სკოლა გახსნა

თარიღი : 30-03-2016, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, რიგით მე–16 სკოლა გაიხსნა. აღნიშნულის მიზანს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული მრავალხმიანობის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა წარმოადგენს.

სალოტბარო სკოლის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, ანსამბლ “რუსთავი”-ს დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ნანახია: 2111-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის მიზანს ქართული მემკვიდრეობის დაფიქსირება, შენარჩუნება, ხალხური შემოქმედების აღორძინება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ამინდი