Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნანა მჭედლიძეს, ანდერძის თანახმად, ხონში დაკრძალავენ

თარიღი : 29-03-2016, 20:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქართველ კინორეჟისორს, სცენარისტსა და მსახიობ ნანა მჭედლიძეს, ანდერძის თანახმად, 31 მარტს ხონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს დაუკავშირდა ნანა მჭედლიძის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისს ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომლის თანახმადაც, ნანა მჭედლიძის დაკრძალვა ხონში მოხდება.

ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს ხონში ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 31 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა, სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი", რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვ. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.


ნანახია: 1513-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს ხონის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.
გიგლემიანები აცხადებდნენ, რომ მიცვალებულს იმ დრომდე არ დაკარძალავდნენ, ვიდრე გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულს პოლიცია არ
ვანსა და ხონში მაჟორიტარის ასარჩევად არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
მან რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურესი ფორმის-შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი