Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა ბაღდათში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

თარიღი : 29-03-2016, 17:10 | კატეგორია: მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.

საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ევროპის რეგიონთა ასამბლეაში იმერეთის გაწევრიანების შესახებაც ისაუბრეს.

ასევე, აღნიშნულ სხდომაზე, 2016 წლის განმავლობაში ,,ეტალონი“-ს განხორციელებასთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელმა გოჩა ტყეშელაშვილმა იმსჯელა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელმა კი განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გააცნო.

შეხვედრაზე ინფორმაცია ქუთაისის ქალაქობის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც მოისმინეს.

იმერეთის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.


ნანახია: 2043-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა.
სტრატეგიაში ასახულია იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, რაც მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ატესტაციებსა და კონკურსებს, ასევე, რეგიონში ჩავარდნილ
2016 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა

ამინდი