ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის შველას ითხოვენ
თარიღი : 29-03-2016, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა წლებია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია -ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი ავრცელებს". აღნიშნულ საკითხზე არსებობს სამხარაულის დასკვნაც.
,,აღნიშნულ საკითხზე არსებობს სამხარაულის დასკვნაც. ადგილზე დასაქმებული ადამიანები აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, უცნობია შენობის მომავალი ბედი, უცნობია შენობის მფლობელი,"-აცხადებს ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" -ს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით მიმართავს. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ
"ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის #11- ში არსებული შენობა, 2011 წელს ფირმა” შიტრიტ ჯგუფზე“ თემურ ცამციშვილის მაშინდელმა ხელისუფლებამ გაასხვისა. კომპანიამ ამ ხნის მანძილზე არ განახორციელა შენობის რეაბილიტაცია. შესაბამისად ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს „შიტრიტ ჯგუფთან“, რათა იმ დროს გასხვისებული გარკვეული ქონება მათ შორის ეს შენობაც ქალაქს დაუბრუნდეს და მოხდეს შენობისთვის პირვენდელი სახის დაბრუნება".