Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მედიატორის' ინფორმაცია სრული უპასუხისმგებლობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა"

თარიღი : 29-03-2016, 15:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედატორი"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ა(ა)იპ ,,სპეციალურ სერვისებში" სპეციალური განცხადებით პასუხობენ. "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.

"მედიატორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული უპასუხიმგებლობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და მეტიც მათი მხრიდან არაკომპეტენტურობის აშკარა გამოვლინება.

"მედიატორის" ინფორმაციით ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებს“ მხოლოდ ქალაქის დასუფთავება და უმეთვალყურეოდ დარჩენილი მაწანწალა ძაღლების დაჭერა ევალება, რაც სიცრუე და „დიდი ამბიციების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის" მხრიდან საკითხში აშკარად გაურკვევლობაა. მეტი ინფორმულობისათვის წარმოგიდგენთ იმ საქმიანობის სფეროს ჩამონათვალს, რომელიც ა(ა)იპ ‘სპეციალურ სერვისებს’ ამჟამად ფუნქციონალურად ევალება.

1)დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და ტერიტორიიდან გატანა.ქუჩების ჩარეცხვა და ზამთრის სეზონზე ქუჩების თოვლის საფარიდან გაწმენდა.
2)ქალქის მაშტაბით არსებული საათების მექანიზმების შეკეთება და მოვლა-პატრონობა.
3)ნაგავშემკრები კონტეინერებისათვის ტროტუარებზე ჭრილების გაკეთება.
4) ღვარსადენის ქსელის ექსპლუატაცია, კაპიტალური შეკეთება.
5) ხეების გადაბელვა.
6) საავტომობილო გზების დახაზვა- მარკირება.
7)მიუსაფარ ცხოველთა აღრიცხვა, დაჭერა.
8) ადმინისტრაციული შენობა -ნაგებეობების მოვლა.
9) ქალაქის მასშტაბით არსებული სველი წერტილების მოვლა-პატრონობა.
10)დროებით გამოუყენებელი შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის, გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების დერატიზაცია, დეზინფექცია.
11) ქვეწარმავლების დასაფრთხობად ტერიტორიის ქიმიური და რეპალანტით დამუშავება.

სავსებით ლოგიკურია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ ‘სპეციალურ სერვისებს“ დასჭირდა, ხაზს ვუსვამთ, ,დამატებით ტექნიკური- პერსონალის’ მოზიდვა და არა ადმინისტრაციის საშტატო ერთეულის გაზრდა, როგორც ამას "მედიატორი" ავრცელებს. ადმინისტრაციულ ბლოკში საქმის და დავალებების შესასრულებლად საქმინობას მხოლოდ 19 ადამინი ახორცილებს. ასევე, სიცრუის ტირაჟირებას ეწევა მედიატორის ხელმძღვანელი ბატონი მარდალეიშვილი, როდესაც აცხადებს, რომ გასულ წელს პრემიის სახით თითქოსდა გაცემულია 400. 000 ათასი ლარი. გასულ წელს სახელფასო დანამატის სახით გაცემულია 317 ათასი ლარი ადამინებზე, რომლებიც დილის 5 საათიდან 24 საათის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, თოვასა თუ თაკარა მზეში მუხლჩაუხრელად შრომობს და უზრუნველყოფს ქალაქის სისუფთავეს. დიახ, ეს ის დანამატია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები არის ღირსეული შრომის ანაზღაურების მოტივაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის მხრიდან ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია ცალსახად ნაკარნახევი და მოტივირებულია წმინდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. იგი მიზანმიმართულად ეწევა საზოგადოების დეზინფორმაციას,"- ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1986-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მედიატორი' 'სპეციალური სერვისების' მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
სამუშაოების შესრულებას ქვეკონტრაქტორი შ.პ.ს "საქართველოს სერვის კომპანია +" უზრუნველყოფს.
ქალაქის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობენ.
'მედიატორის' წარმომადგენელმა გიორგი მარდალეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქუთაისის დამსუფთავებელი ფირმა
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" უზრუნველყო.
აღნიშნული ხსნარით 'მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის' ტერიტორია შეიწამლა.

ამინდი