"არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში ვიქნები თუ ხელისუფლებაში"

"ეროვნული ფორუმი" 3 აპრილს რიგგარეშე ყრილობისთვის ემზადება.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, სწორედ ყრილობაზე გახდება ცნობილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია მარტო მიიღებს მონაწილეობას თუ კოალიციურ რეჟიმში.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივ ლიდერს, კახაბერ დვალიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი 3 აპრილს გახდება ცნობილი.
"დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა კონფერენციები. ამ კონფერენციების ძირითადი თემა იყო დელაგატების არჩევა. ჩვენთან, ქუთაისის ორგანიზაციაში არჩეული იქნა დაახლოებით 10 დელაგატი. 3 აპრილს ჩანიშნულ რიგგარეშე ყრილობაზე დღის წესრიგში ალბათ არის საკითხი მომდევნო არჩევნებზე "ფორუმი" იქნება თუ არა კოალიციასთან ერთად. 2016 წლის არჩევნები გამოაჩენს, მომდევნო ადგილობრივ არჩევნებში როგორი სახით მიიღებს მონაწილეობას "ეროვნული ფორუმი" და რა მიზანი ექნება პარტიას. რაც შეეხება "ფორუმის" ადგილობრივ გეგმებს, მე როგორც საკრებულოს ინსტიტუციის წევრი და როგორც ქუთაისელი გეტყვით, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში ვიქნები თუ ხელისუფლებაში. მთავარია, პირველ რიგში ის პრობლემატური საკითხები გადაიჭრეს, რაც ქალაქს დღეს აქვს. ერთ მხარეს ვიქნები თუ მეორე მხარეს, მთავარია პრობლემები მოგვარდეს. თუკი ოპოზიციაში ვიქნები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქის პრობლემების მოგვარებაში ნაკლებად ჩართული ვიქნები,"- აცხადებს კახაბერ დვალიშვილი.