Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის დამსუფთავებელი ფირმის ხარჯებს აპროტესტებს

თარიღი : 29-03-2016, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"გაზრდილი პრემიები და ადმინისტრაციული რესურსები ქუთაისის ააიპ "სპეციალურ სერვისებში",- განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" აკეთებს.

ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში 2012- 2013 წლებში 15 ადამიანი იყო დასაქმებული, თავად ორგანიზაციაში კი 320 ადამიანი მუშაობდა, ხოლო 2015 წელს ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა, ხოლო დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 420 ადამიანამდე გაიზარდა.ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტი არამიზნობრივად ხარჯვის ეჭვს ქმნის.

,,თანხები იხარჯება არამიზნობრივად იმ ფონზე, როდესაც "სპეციალური სერვისების" მთავარი დამფინანსებელი ისევ მერიაა. სუფსიდირების გარეშე კი ვერ იარსებებდა ეს სამსახური,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელი გიორგი მარდალეიშვილი.

რაც შეეხება პრემია დანამატებს, ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს მათი ჯამური რაოდენობა 400 000 ლარს მოიცავს. აქედან ადმინისტრაციულ რესურსზე 130 000 ლარია გაცემული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორი“ კადრების შემცირებას და თანხების იმ პირებზე გადანაწილებას იწვევს, რომლებიც მათი თქმით, დილის 5 საათიდან ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ.

"სპეციალურ სერვისებში" ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ "მედიატორის" ბრალდები უსაფუძვლოა, ორგანიზაციაში შტატები არ გაზრდილა და დანამატები მხოლოდ სამასამდე მეეზოვემ, თითომ 125 ლარის ოდენობით მიიღო.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1937-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მედიატორის' წარმომადგენელმა გიორგი მარდალეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქუთაისის დამსუფთავებელი ფირმა
არასამთავრობო ორგანიზაცია 'მედიატორი'-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ა(ა)იპ 'სპეციალურ სერვისებში' სპეციალური განცხადებით
ორგანიზაციაში ქუთაისის დამსუფთავებელ ფირმას აკრიტიკებენ.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
ჯავახიას თქმით, წარმოდგენილ სქემა არასწორია, და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქში სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის
გასულ წელს ორგანიზაციის თანამშრომლები 130 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.

ამინდი