ქუთაისს და მიმდებარე სოფლებს ერთი დღით წყალმომარაგება შეუწყდება
თარიღი : 29-03-2016, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 30 მარტს, ქუთაისსა და მის მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ: "ქალაქში არსებულ წყალმომარაგების ქსელებზე დაგეგმილი პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან გამომდინარე, წყლის მიწოდება შეუწყდება ქუთაისს და მის მიმდებარე სოფლებს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე".