Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა

თარიღი : 28-03-2016, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს ყველა რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატოს შტაბ–ბინაში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია შედგა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილესთან პეტრ ლუნაკთან და ამავე განყოფილების წარმომადგენელთან დესპინა აფენტოულისთან, ნატოს სამოქმედო და ოპერატიული „A სექტორის" ხელმძღვანელთან მიჰაი კარპისთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელთან ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანთან და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში - ნატოში გერმანიის, რუმინეთის და აშშ-ს მისიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, არსებული ვითარება და პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.


ნანახია: 2265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნატოს დღეები' წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს
დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.
ქუთაისში გამართული შეხვედრების გარდა, მინისტრი წყალტუბოში მიმდინარე სემინარშიც მონაწილეობდა.

ამინდი