ქუთაისში თეატრალები სიგელებით დააჯილდოვეს
თარიღი : 28-03-2016, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები

თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციამ თეატრის საერთაშორისო დღე მოგვიანებით აღნიშნა. ღონისძიებას იუბილარი მსახიობები, თეატრის მოღვაწეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდენ. მოეწყო ჟურნალ "თეატრალური ქუთაისის პრეზენტაცია", რომელიც ქუთაისის მერიის დაფინანსებით გამოცა. ამავე ღონისძიებაზე მსახიობები სიგელებით დააჯილდოვეს. ასევე, შესრულდა მუსიკალური ნომრები.
"გუშინ თეატრის საერთაშორისო დღე იყო, თუმცა ჩვენ დღეს აღვნიშნეთ ეს თარიღი, რადგან მინდოდა ჭიათურის, ზესტაფონის და ქუთაისის სახელმწიფო თეატრებს ერთად მოეყარათ თავი,"-აცხადებს საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან როხვაძე.
"ჩვენ თეატრის ქონის ბედნიერება გვაქვს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ვცდილობთ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხელი შევუწყოთ თეატრის შიდა თუ გარე ინფრასტრუქტურის მოწერიგებას,"-აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
"50 წელი მისრულდება, თუმცა შემართება, ენთუზიაზმი და განწყობა იგივე მაქვს. მინდა უფრო მეტი და მეტი გავაკეთო,"- აცხადებს მსახიობი დავით როინიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეატრის საერთაშორისო დღე ქუთაისში ყოველწლიურად აღინიშნება.
ნათია სვანიძე