Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად მოქმედებს სტუდენტებისათვის ფასდაკლებები ქუთაისში?

თარიღი : 28-03-2016, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დედაქალაქისგან განსხვავებით, ქუთაისში სტუდენტებისთვის განტვირთვისთვის საჭირო არცთუ ისე ბევრი დაწესებულებაა, თუმცა რასაც ქალაქი სტუდენტებს სთავაზობს, მათგან მხოლოდ უმცირესობა თუ ავრცელებს ფასდაკლებას სტუდენტებზე.

სტუდენტებისთვი ყველაზე საყვარელი ადგილი კინოა. ჩვენს ქალაქში არსებული კინო „ბრაზერსი“, რომელიც მინიკინოთეატრს წარმოადგენს, სტუდენტებს ბილეთებზე ფასდაკლებას სთავაზობს. კინოთეატრის მენეჯერის განცხადებით, სტუდენტებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამართულ სეანსზე ბილეთის შეძენა 4 ლარად შეუძლია. როგორც ადგილზე აცხადებენ, კინო „ბრაზერსი” სტუდენტების განტვირთვას მინიმალური საფასურით მაქსიმალურად ცდილობს.

იმ სტუდენტებს, რომლებიც ისტორიითა და კულტურით გატაცებას გამოხატავენ, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ბილეთების ფასებზე შეღავათებს სთავაზობს. მუზეუმის დათვალიერება სტუდენტს 2 ლარად შეუძლია.

ზემოთჩამოთვლილი დაწესებულებებისგან განსხვავებით, ქუთაისში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სტუდენტური ფასდაკლებები არ მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს. Topnews.com.ge-ს მესხიშვილის თეატრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თეატრის ადმინისტრაცია ამ იდეას აუცილებლად განიხილავს და სტუდენტური ფასდაკლება სპექტაკლებზე მალე ამოქმედდება.

ქუთაისში ბევრი განსხვავებული ადგილია, რომელთაც ჩვენს ქალაქში მცხოვრები ათასობით სტუდენტი სტუმრობს. ამ დროისთვის კი უფრო ხალისიანი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია იაფი განტვირთვის იმედით ქუთაისელი სტუდენტები მოთმინებით ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე იმ კინოთეატრის გახნას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შენდება. ფაქტი ერთია, სტუდენტური ბიუჯეტის გათვალისწინებით ახალგაზრდებისთვის ფასებზე შეღავათები ნამდვილად საჭირო და გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის წამახალისებელი რამაა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სად შეიძლება გავატაროთ თავისუფალი შაბათ-კვირას ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად და როგორ ხარჯავენ თავისუფალ დროს საღამოობით ქუთაისელი
საახალწლო საღამოს 700-მდე სტუდენტი დაესწრო.
კინოთეატრის ხელმძღვანელი ლევან ჭავჭანიძე ამბობს, რომ დაწესებულების გასასხსნელად გაწეული ხარეჯბის დასაფარად პირადი ქონების
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულებას აანონსებს.

ამინდი