'ბიზნესმენი ახლო ხედით',- ვანო კაკაურიძე

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ბიზნესმენი ვანო კაკაურიძეა. ის ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობით არის დაკავებული. საქმიანობა 1991 წლიდან, 18 წლის ასაკში, უკრაინაში ჩაის ექსპორტით დაიწყო. 2014 წლიდან კი ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო. ვანო კაკაურიძე ფლობს ტურისტულ კომპანიას, ჰოსტელს და ავტო გაქირავების ოფისს, რომელიც გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვანო კაკაურიძე აწყობს ტურებს საქართველოს მასშტაბით და მეგზურობას უწევს ქვეყანაში როგორც ტურისტული ხაზით ჩამოსულ, ისე მათ მიერ ჩამოყვანილ უცხოელთა ჯგუფებს.
ვანო კაკაურიძე თვლის, რომ საქართველოს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. მისი აზრით, ტურისტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ადვილად გადასაადგილებლად ყველაზე კომფორტული ქუთაისის მდებარეობაა, თუმცა მისივე თქმით, არსებობს ბევრი პრობლემა და საჭიროდ მიიჩნევს მათ დროულად აღმოფხვრას.
,,ქუთაისს ყველაზე კარგად შეუძლია ტურისტული ქალაქის სტატუსის ათვისება, მაგრამ პრობლემები ბევრია. ცუდია, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილი მოუწესრიგებელია. ცუდია, რომ გზებზე არ არის ინფორმაცია, რათა ტურისტს გადაადგილება გაუადვილდეს. მსგავსი პრობლემებია რეგიონებშიც, არადა ქუთაისის შემოგარენსაც ტურისტების მიზიდვის არანაკლებ დიდი პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, არავინ არის ვინც თუნდაც ბაგრატის ტაძრის ან გელათის ისტორიას მოუთხრობს უცხოელებს. არადა მთავარი სწორედ ესაა და არა მხოლოდ შენობები," -განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში ვანო კაკაურიძემ.
ვანო კაკაურიძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
ჩემი პირველი სამსახური იყო - თუ ბიზნეს-საქმიანობა არ ითვლება, პირველი სამსახური იყო საბროკერო კომპანიაში. შემდეგ ვიყავი სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელი, ე.წ. მალაკნების ბაზრის.
პირველი ხელფასი იყო - 350 ლარი, საბროკერო საქმიანობაში.
ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - მე რომ ვაბარებდი, მაშინ ე.წ. მოდური სპეციალობები იყო სამედიცინო და იურიდიული. მეც ვემზადებოდი სამედიცინოსთვის სამი წელი, მაგრამ გადავწყვიტე სხვაზეც მეცადა ბედი და ჩავაბარე ჯავახიშვილში. ფინანსისტი ვარ და ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე,ეს ჩემი სფეროა.
სამსახურში მივდივარ 10 საათზე, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება წინა საღამო.
სამსახურში დღეს ვიწყებ ინფორმაციის შემოწმებით და შემდეგ ოფიციალური საქმიანობებით.
როცა პენსიაზე ვიქნები- ჩემი თავი წარმომიდგენია მზრუნველ ბაბუად, როცა მთელ თავისუფალ დროს და ენერგიას შვილიშვილებს დავუთმობ.
ყველაზე მეტად მეშინია - სიმაღლის გარდა არაფრის მეშინია. ამასაც შიშს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნებაა.
ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა- მიზანი და მისაღწევი ბევრია ცხოვრებაში. მთავარი პრიორიტეტი ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა და შემდეგ ჩემი საქმის გაძლიერება, რომ მეც შევიტანო მცირე წვლილი ქვეყნის გაძლიერებაში. მისაღწევი კიდევ ბევრია და მეც მაქვს სამომავლო ბიზნეს-გეგმები და იდეები.
კარიერის მისაღწევად საჭიროა - მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. ნაკლებად მჯერა გამართლების და ამის შედეგად წარმატების მიღწევის.
საყვარელი სადღეგრძელო- ტრადიციულ ქართულ სუფრებზე ხშირად მიწევს ყოფნა. რაც შეეხება სადღეგრძელოს, გამორჩეულია მეგობრობის და სამშობლოს სადღეგრძელო.
ინფორმაციას ვიღებ - ინტერნეტის საშუალებით.
ახლა ვკითხულობ- ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ. ადრე ბიბლიოთეკების საკმაოდ ხშირი სტუმარი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მხატვრული ლიტერატურისთვის დრო ნაკლებად მრჩება.
ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი- საქართველო. მის გარდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვერც წამომიდგენია.
ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ - სახლში, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა - კალათბურთი.
ჩემი საყვარელი სპორტსმენი- ზიდანი,რომელსაც დიდ პატივს ვცემ მისი თამაშიდანაც და ცხოვრების წესიდანაც გამომდინარე.
საყვარელი ფილმი- სამწუხაროდ, ამ ბოლოს ფილმების საყურებლად დრო ნაკლებად მაქვს.