Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-ს საპოლიციო კონტროლის დროს იმერეთის რეგიონში გამოვლენილი დანაშაულის სტატისტიკა არ აქვს

თარიღი : 27-03-2016, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge საპოლიციო კონტროლის დროს, იმერეთის რეგიონში გამოვლენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულების სტატისტიკით დაინტერესდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მხარეების მიხედვით სტატისტიკა არ აქვთ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.

გამოვლენილი და გახსნილია სისიხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის260-ე მუხლი) 29 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა (სსკ-ს262-ე მუხლი) – 8 ფაქტი; ძარცვა (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი; დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების 966 შემთხვევა, მათ შორის: .ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ემუხლი) 77 ფაქტი; . წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი; დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი;

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა

ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.
საპოლიციო კონტროლის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით -148 პირი.


ნანახია: 1097-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ე.წ. რეიდების მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი