რატომ იწუნებს გუბერნატორების ინსტიტუტს სულხან ქობულაძე?
თარიღი : 27-03-2016, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ქვეყანაში გუბერნატორების ინსტიტუტის არსებული ფორმით ფუნქციონირების საჭიროებას ვერ ხედავს.
ქობულაძის თქმით, საქართველოს არ აქვს ის მოწყობა, რომელიც რეგიონებში გუბერნატორების ყოფნას საჭიროებს.მოცემულ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აქცენტს იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის საქმიანობაზე აკეთებს.
"თუ კი გუბერნატორს ამ უფლებების მეტი არა აქვს, რასაც ის იმერეთში ახორციელებს, საერთოდ გასაუქმებელია გუბერნატორის ინსტიტუტი. სოფლის მეურნეობის სპეციალისტიც კი არ ჰყავთ გუბერნიაში. შეხვედრების გარდა არაფერს აკეთებს დღევანდელი გუბერნატორი და მაშინ, როდესაც გუბერნატორი პრემიერის თვალი და ყური არის, რეალური გადადგმული ნაბიჯი მისგან არ ჩანს. ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ გუბერნატორები აქტიურად იყვნენ ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში. ვთვლი, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ არის საჭირო. არც ამხელა შტატი არაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ პრემიერს სწორ ინფორმაციას მიაწვდის," - აცხადებს სულხან ქობულაძე.
გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ "შეიძლება გუბერანტორს ვთხოვო ბევრი რაიმეს კეთება, მაგრამ კანონი არ აძლევს ბევრის საშუალებას," - ამბობს ქობულაძე.
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სულხან ქობულაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები პაატა ბურჭულაძის ფონდთან დაახლოებას უკავშირდება. როგორც ცნობილი ხდება, ქობულაძეს ბურჭულაძის ფონდში მოხვედრის სურვილი აქვს, თუმცა თავად აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
"გამორიცხეთ. რა მესაქმება საერთოდ ბურჭულაძის ფონდთან. როდესაც ვიყავი ხელისუფლებაში, მაშინ იმიტომ ვიყავი, რომ ბევრმა მთხოვა გვერდით დავდგომოდი. მე მაქვს ჩემი ბიზნესი და საერთოდ არ ვაპირებ ხელისუფლებაში მოსვლას," - აცხადებს ქობულაძე.
გუბერნატორების ინსტიტუტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით კი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამა თუ იმ ინსტიტუტის არსებობას გუბერნატორის ადმინისტრაცია ვერ წყვეტს.