ავტობანზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მახლობლად, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას, რომლის დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად, ერთ-ერთი ავტომანქანა აფეთქდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ამ დროისათვის სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

როგორც topnews.com.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დააკვშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც topnews.com.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დააკვშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.