,,თუ იცი ინგლისური, მეორე აუცილებლად უნდა შეისწავლო ფრანგული ენა"
თარიღი : 26-03-2016, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული დასრულდა. კვირეულის მიმდინარეობის ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო.
დასკვნით ღონისძიებაზე აწსუ-ში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები. ასევე, მოსწავლეები და მასწავლებლები რეგიონის სკოლებიდან.
ღონისძიების დასკვნით ნაწილზე ფრანგული ენის კონკურსში- j'aime le français მონაწილეები დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში როგორც ქუთაისის, ისე იმერეთის რეგიონის სკოლებიდან ორმოცდაათამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
გარდა ამისა, კონკურსის ყველა მონაწილესა და სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეებს სერტფიკატები, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები ფრანგული ინსტიტუტის წარმომადენლებისგან გადაეცათ.
,,მიხარია,რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ქუთაისში ფრანკონიის დღეებზე.ეს მოწმობს იმას, რამდენად უყვართ ფრანგული ენა და როგორია ფრანგული ენისადმი დამოკიდებულება აქ. მიხარია,რომ მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება და ენის კონკურსში ბევრი მონაწილე იყო, რაც მოწმობს იმას, რომ გაიზარდა ინტერესი ფრანგული ენის მიმართ. ჩვენ არ ვცდილობთ ინგლისური ენის ჩანაცვლებას, მაგრამ თუ იცი ინგლისური, მეორე აუცილებლად უნდა შეისწავლო ფრანგული ენა, რადგან ეს არის ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო ენა,"-განაცხადა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ლუკა დვალიშვილის თქმით, ფრანგული კულტურის გაცნობის გარეშე სრულფასოვნად ვერ შეისწალი ქართულ კულტურასა და ლიტერაურას, რადგან ამ ორ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა სახის კავშირები საუკუნეებს ითვლის.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის რამდენიმე საკონცერტო ნომერი შესრულდა. ფრანკოფონიის კვირეული აწსუს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხა"-მ დაასრულა.
შეგახსენებთ,რომ ფრანაკოფონიის დღესასწაული საქართველოში და ქუთაისში ყოველწლიურად აღნიშნება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კი ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
თიკო ძოძუაშვილი