იტვირთება

ქუთაისელი მოჭიდავეები, რომელთაც საგარეჯოში წარმატებით იასპარეზეს

ქუთაისელი მოჭიდავეები, რომელთაც საგარეჯოში წარმატებით იასპარეზეს

6-8 ოქტომბერს საგარეჯოში ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სპორტის ოსტატის  ვასილ ლაფაჩიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2008-2009 და 2011-2013 წლებში დაბადებულთა შორის.

ტურნირში,  საქართველოს ქალაქების და რაიონების ნაკრებ გუნდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ერევნისა და გიუმრის  გუნდებმა. 

საგარეჯოში წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოჭიდავეებმა.

პირველ ადგილზე გავიდნენ: ბაგრატ შიუკაშვილი (მწვრთნელი, ოთარ ლოლაძე), გეგა მინდიაშვილი, ნიკოლოზ მჟავია და  თემურ სიმსივე ( მწვრთნელი, ელგუჯა მარუაშვილი). 

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:  გიორგი გოგლიჩიძემ, ლევან ერემეიშვილმა, ნოდარ ქვარიანმა (მწვრთნელი, ელგუჯა მარუაშვილი) და  ნიკოლოზ ჯინჭარაძემ (მწვრთნელი, ზაზა ლოლაძე).

მესამე ადგილზე გავიდნენ:  საბა იობიძე, გურგენ იობიძე (მწვრთნელი, ოთარ ლოლაძე), ონისე ქვარიანი, ალექსი გოგიძე, ილია ყალიჩავა (მწვრთნელი, ელგუჯა მარუაშვილი), ლუკა ყურაშვილი (მწვრთნელი, შმაგი გოქაძე).


ტეგები:

Facebook - კომენტარები