Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016'-ის გამარჯვებულები გამოავლინეს

თარიღი : 26-03-2016, 17:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის შეჯიბრებები ფეხბურთისა და კალათბურთის ფინალური მატჩებით დასრულდა. ოლმპიადაში, რომელმაც სტარტი გასული წლის 14 ნოემბერს აიღო, ქუთაისის 40 სკოლის 1600 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები, მედლები და სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა.

გათამაშება სპორტის 7 სახეობაში გაიმართა:1.მინი-ფეხბურთი, 2.კალათბურთი (ვაჟები,გოგონები), 3.ფრენბურთი (ვაჟები,გოგონები),4.ხელბურთი (ვაჟები,გოგონები) 5.მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები,გოგონები), 6.კროსი (ვაჟები,გოგონები),7.ბადმინტონი (ვაჟები,გოგონები).

კალათბურთელ გოგონათა შორის ფინალურ მატჩში გამარჯვება 41-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა რომელმაც 36-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 8-7, ვაჟ კალათბურთლეთა შორის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 საჯარო სკოლის გუნდს აჯობა ანგარიშით 14-9 და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ფეხბურთელთა შორის ფინალურ მატჩში 40-ე საჯარო სკოლის გუნდმა 33-ე საჯარო სკოლის წინააღმდეგ ჩემპიონობას პენალტების სერიაში მიაღწია ანგარიშით 7-6(ძირითადი დრო 0-0).

გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.

ცნობისთვის, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ ქუთაისში გასულ წელსაც ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქის მერიის სპორტის განყოფილებაა.


ნანახია: 2654-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა 25 ივნისს, სპორტის სასახლეში გაიხსნება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ეტაპის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მონაწილეებს შეხვდა.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

ამინდი