ქუთაისელი მთამსვლელები ქალაქის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
თარიღი : 26-03-2016, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და მერიის სპორტის განყოფილებას მიმართავს. მთამსვლელები ქალაქის ხელისუფლებისგან ქუთაისში სავარჯიშოდ ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვენ.
"მთამსვლელობა რთული და კომპლექსური პროფესიაა. კარგ ალპინისტს წარმატების მიღწევაში იღბალთან ერთად უამრავი უნარ-ჩვევა ეხმარება. მაგრამ ამჯერად არა მთასვლელობის არსზე, არამედ ამ უნარ-ჩვევათაგან ერთ-ერთზე, კლდეზე ცოცვაზე გვინდა გელაპაკოთ. მეკლდეურობა სპორტის ერთ-ერთი პოპულარული, ექსტრემალური და ლამაზი სახეობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც მეტნაკლებად განვითარებულია. რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენს ქალაქს მეკლდურობის საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს, თუმცა დღესდღეისობით ამ მიძინებული ისტორიის "გაღვიძებას" ჩვენი კლუბი, ქალაქში მოღვაწე სხვა ალპინისები თუ მოყვარულები შეძლების და სურვილის მიხედვით ვცდილობთ. ვითარება კი არც ისე მარტივია. ქალაქში ორი სავარჯიშო ობიექტია-ერთი ბუნებრივი კლდე ჭომაში, რომელიც წვიმიან, თოვლიან და ყინვიან დღეებში სავარჯიშოდ გამოუსადეგარი ხდება(ბუნებაა ასეთი, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ ), მეორე ქალაქის მეთერთმეტე სკოლაში არსებული ხელოვნური კედელია, რომელიც გარდა იმისა რომ საკმაოდ მცირე ზომისაა ამჯერად ახალი პრობლემის წინაშე დგას-იჯარის გადაუხდელობის გამო სკოლაში ვარჯიში შესაძლოა აეკრძალოს ყველა მსურველს. ხელოვნური საცოცი კედლები ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქშია, დიდშიც, პატარებშიც. ქუთაისს კი ალბათ ქალქის სტატუსი არა აქვს და გვიმალავენ, ან ჩვენი ქალქის სპორტის სამსახურის მესვეურთ არ გაუგიათ ჯერ, რომ მეკლდეურობა სპორტის სახეობაა და მასაც ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც სხვებს. ყურადღების შემთხვევაში კი ჩვენს ქალაქში მოღვაწე ახალგაზრდა სპორტსმენები ნამდვილად დადებენ კარგ შედეგებს სხვადასხვა შეჯიბრებებზე," - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში.