სოფელში შესასვლელი გზის მოწყობის მოთხოვნით თერჯოლაში მოსახლეობის აქცია გაიმართა
თარიღი : 26-03-2016, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა სოფლის მახლობლად მშენებარე ავტობანიდან სოფელში შესასვლელი გზის მოწყობას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებს ასფალტის საფარის იმ ადგილას დასხმის საშუალება არ მისცეს, საიდანაც გზა სოფელში უნდა შევიდეს.
მოსახლეობას სოფელ ეწერში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნის შესახებ შესაბამის უწყებაში წერილი უკვე გაგზავნილია.
მოსახლეობას სოფელ ეწერში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნის შესახებ შესაბამის უწყებაში წერილი უკვე გაგზავნილია.