37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერს ესტუმრნენ
თარიღი : 25-03-2016, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს.
მოსწავლეები მთავრობის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამასთანავე, ქალაქის მერთან თავიანთ მომავალ პროფესიებსა და ახალგაზრდულ საკითხებზე ისაუბრეს.
,,მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ახალგაზრდები ძირითადად ჩვენი ქალაქის განვითარების პერსპექტივით იყვნენ დაინტერესებული. მათ აქვთ საშუალება ახალგაზრდულ პროგრამებში აქტიურად ჩაერთონ,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
აღნიშნული შეხვედრა 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელშეწყობით დაიგეგმა.
ქუთაისის მერი პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უკვე შეხვდა. დაინტერესების შემთხვევაში, შოთა მურღულია სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც შეხვდება.