ქუთაისის მუნიციპალური ძაღლსაფარიდან ძაღლების გაშვილება გრძელდება
თარიღი : 25-03-2016, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ცხოველების გაშვილების პროცესი გრძელდება. აღნიშნული თავშესაფრის რამდენიმე ბინადარს დღეს ახალი მეპატრონეები გამოუჩნდა. მეტისის ჯიშის ლეკვების გაჩუქება-გაშვილების პროცესს "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე დაესწრო. ლეკვების ახალი მეპატრონეებიდან ერთ-ერთი "სპეციალური სერვისების"თანამშრომელია.