Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის ყველაზე მაღალ მწვერვალს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირის სახელი მიენიჭება

თარიღი : 25-03-2016, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ გოგნს ეწვია და ქორეოგრაფიული ანსამბლის „გოგნიკას“ კონცერტს დაესწრო.
http://topnews.com.ge/photo/news/20160325145729.png

ანსამბლს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა და მისი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან სოფელი მაღალმთიანია და საკმაოდაა დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრს. როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამგებელთან ერთად სოფელ გოგნში იმყოფებოდნენ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე, გამგებლის წარმომადგენელი გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ისაკაძე, საკრებულოს წევრი ელისო ჩხიკვაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე მოინახულეს დიდ სამამულო ომში და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომელიც მშენებლობის პროცესშია და მალე გაიხსნება.

კონცერტის დასასრულს თეიმურაზ ჯაფარიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლის ქორეოგრაფს, წევრებს, გაესაუბრა მოსახლეობას და ამცნო, რომ გოგნის ყოფილი საკოლმეურნეო ტყე, რომელიც სხვადსხვა მიზეზთა გამო არ იყო გოგნის საკუთრებაში, უკვე სოფელს გადმოეცა.

გამგებელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პრობლემები - ჩხარი - გოგნის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა, საბავშვო ბაღის პროექტირება და მშენებლობა. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ კი ისაუბრა იმ მაღალ პერსპექტივაზე, რომელის სოფელში ტურიზმის განვითარების კუთხითაა შესაძელებელი. მანვე ამცნო მოსახლეობას, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალ მწვერვალს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გოგნელი გმირის კახა ბრეგვაძის სახელი მიენიჭა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160325145903.png


ნანახია: 3021-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა უხუცესი თერჯოლელი მოინახულა და ფულადი საჩუქარი გადასცა.
პროექტს ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრი ახორციელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა.
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისა და
დღის ცენტრის ადმინისტრაციამ დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისათვის.

ამინდი