"რომელიმე მთავრობამ უნდა მოიკლოს ფუფუნება და სიამოვნება"

მართალია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ზუსტი თარიღი ამ დროისათვის არ დასახელებულა, თუმცა პოლიტიკური პარტიების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად საარჩევნო სამზადისი უკვე შეიმჩმნევა. Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან. ამჯერად „ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, თემურ ცამციშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
ბატონო თემურ, რა პრობლემებს ხედავთ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში და რამდენად აქვს ხელისუფლებას ამ პრობლემების გადაჭრის მზაობა?
როცა აქტიურ ფაზაში შევა არჩევნები, ეს პრობლემებიც შემდეგ უკეთ გამოჩნდება იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არასათანადო პირობები, მედიის მხრივ პოლიტიკური პარტიების გაშუქება თუ რეკლამები. ეს პრობლემები ჯერ არ ჩანს. ამ წუთში ძალიან კარგი მდგომარეობაა. ყველას გვაქვს თანაბრად იმის საშუალება, რომ ჩვენი იდეები მივაწვდინოთ მოსახლეობას, მაგრამ ვთვლი,რომ საარჩევნოდ ეს სიტუაცია შეიცვლება იმიტომ, რომ კონკურენცია უფრო გამძაფრდება.
თქვენი აზრით, რა წარმოადგენს ქუთაისისათვის სირთულეს და რამდენად ეფექტურია ქალაქის ხელისუფლების მუშაობა?
ჩემზე უკეთესად და ყველა პოლიტიკოსზე უკეთესად ამაზე პასუხი ქუთაისელმა ხალხმა იცის. ისინი 3 წელია ცხოვრობენ მოლოდინის რეჟიმში. 2012 წელს მათ ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ და სამწუხაროდ, იმედი გაუცრუვდათ. ქუთაისში არ არის განხორციელებული არც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქალაქს სამომავლოდ გზას გაუხსნიდა. ჩემი აზრით, ქუთაისი აუცილებლად უნდა იყოს ადმინისტრაციული ცენტრი, თუნდაც საპარლამენტო დედაქალაქი, თუნდაც სამთავრობო ქალაქი, რაც აუცილებალად მისცემს განვითარების ბიძგს ამ ქალაქს,როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში ყოფნის ოთხე წლის თავზე, რამდენად შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისთვის მიცემული დაპირებები?
მე ვერ ვხედავ ვერც ერთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა და არა მარტო მე. არაფერი არ შეცვლილა უკეთესობისკენ, პირიქით, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს რაღაც პრობლემები. დადებითი რაც ამ წლებში მოხდა, იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, შეუქცევადი პროცესი იქნება და ნებისმიერი მთავრობის პირობებში განხორციელდება. ეს არ არის ხელისუფლების არჩევანი, ეს ხალხის არჩევანია, რომელიც ჩვენ დიდი ხანი გავაკეთეთ.
რამდენად რეალურად გეჩვენებათ ქუთაისში, 720 მილიონიანი ინვესტიციით ახალი მინი ქალაქის მოწყობის იდეა?
ზოგადად ინვესტიცია ქვეყანაში განაპირობებს არამარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის განვითარებას. თუ ინვესტორისთვის ქვეყანა არ არის საინტერესო, არ შეიძლება ცალკეული ქალაქი იყოს საინტერესო. საქართველოს გადარჩენის და ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება რა თქმა უნდა, არის ინვესტიცია და ჩვენი პროგრამაც ამას ითვალისწინებს, რომ საქართველო ვაქციოთ ინვესტიციისთვის იდეალურ ადგილად. ამ პროექტის არანაირი გეგმა ჯერ არ არსებობს. ჯერ უბრალოდ საუბარია ამაზე. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის დასახლების შექმნა ქვეყნის საპარლამენტო ქალაქში ნაადრევია იმ პირობებში, როდესაც ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს. ჯერ უნდა განვითარდეს ქალაქი და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მინი ქალაქებზე. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს პროექტი განხორციელდება, მაგრამ თუ განხორციელდა, მივესალმები, რადგან ეს უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ აქტიურობა არ აკლია. ამ დროისათვის არც არჩევნების თარიღია ცნობილი. მიუხედავად ამისა, რამდენად მიდის მუშაობა „გირჩი“-ს წინასაარჩევნო პლატფორმაზე და რა იქნება პოლიტიკური ორგანიზაციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები?
ჩვენ უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, 16 აპრილს გაიმართება ჩვენი ყრილობა, სადაც დაფუძნდება პარტია, აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი. შემდეგ უკვე ვაპირებთ ყველა რაიონში გავხსნათ პარტიული ოფისები. რაც შეეხება პროგრამას, ჩვენი პროგრამა ყველასთვის ცნობილია. ჩვენ პრიორიტეტებში გვეთანხმება ყველა წამყვანი ექსპერტი და ეკონომისტი საქართველოში, მათ შორის სამთავრობო გუნდი. პრემიერ-მინისტრი გვესაუბრა იმაზე,რომ ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმით ქვეყანა რეალურად განვითარდება. აქ საუბარია სამთავრობო და ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით 3 მილიარდი ლარით შემცირებაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადადგას რომელიმე მთავრობამ ნაბიჯი და მოიკლოს ფუფუნება და სიამოვნება, გააუქმოს უამრავი სამინისტრო, უამრავი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთაც ფუნქცია არ გააჩნიათ. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ქონების, საშემოსავლოსა და მოგების გადასახადების გაუქმებას. რეალურად ეს თანხა არაფერს მოაკლდება, უბრალოდ, ჩვენ უნდა გვყავდეს იაფად შესანახი მთავრობა. მთავრობის შენახვა გვიჯდება ძალიან ძვირი, რაც ჩვენს ეკონომიკას არ აძლევს განვითარების საშუალებას. მყისიერად დარჩენილი 3 მილიარდი ლარი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიწვევს კერზო სექტორის განვითარებას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შანსი არის ის, რომ ქვყანას ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ დონეზეც ვერ დავრჩებით.
ესაუბრა მარუსა ხურციძე