ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაციისთვის 11 501 000 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 24-03-2016, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წელს ქუთაისში არსებული ქუჩების რეაბილიტაციისთვის 11 501 000 ლარი დაიხარჯება.
თანხის 5 % -ს ქუთაისის მერია აფინანსებს, ხოლო დანარჩენს რეგიონალური განვითარების ფონდი. (10 926 000 ლარი ).
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფორსის მალხაზ ბასილაძის თქმით, მომავალში 32 000 000 ლარის პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც როგორც ბასილაძე ამბობს, საკრებულოს მიერაა მოწონებული.
,, თუ რეგიონალური განვითარების ფონდი გამოთქვამს დაფინანსების სურვილს, ჩვენ გვაქვს ქუჩების ჩამონათვალი, რომლებიც შევა პროექტში''- აცხადებს ბასილაძე.
მისივე თქმით, ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ინიციატივაა განხორციელდეს ბაღების მიშენებები, განჯის ქუჩის ღვარსადენის რეაბილიტაცია, ფალიაშვილის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია.
ცნობისთვის ქუთაისში სულ 300- 400- მდე ქუჩაა, მათგან 153 უკვე მოეწყო, ხოლო 65 დატენდერებულია. ქუჩების საერთო რაოდენობის 25-30% სარეაბილიტაციოა, რომელთა მთავარი პრობლემა გზის არარსებობაა.
ნათია სვანიძე