წერეთლის უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ამერიკელმა სტუმრებმა დაათვალიერეს
თარიღი : 24-03-2016, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას ილინოისის უნივერსიტეტის ფაბლაბის წარმომადგენლები ესტუმრენ. ილინოისის ფაბლაბის CUC Fab Lab-ის წარმომადგენლებმა ჯეფ ჯინჯერმა და ჯეს ნელსონმა ღია სემინარი ჩაატარეს. მათ ისაუბრეს, თუ როგორ მუშაობს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და რა შესაძლებლობებია საქართველოში არსებულ ფაბლაბებში.
,,ფაბლაბის ფუნქციონირებას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. სტუმრებმა ჩვენი ფაბლაბის თანამშრომლებს მასტერკლასი ჩაუტარეს, რათა ფაბლაბის პოტენციალი უნივერსიტეტის ცხოვრებაში სრულად იყოს გამოყენებული და აქცენტირებული იყოს საზოგადოებრივ მოთხოვნებზე,"- აცხადებს აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.
თბილისის მასშტაბით 6-მდე FABLAB-ი ფუქნქციონირებს. რეგიონების მაშტაბით პირველი ფაბლაბი ილიაუნის ბაზაზე ამოქმედდა, ხოლო წერეთლის უნივერსიტეტში რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს.
,,თვალსაჩინო შედეგები გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ბევრი პროექტიცაა განხორციელებული,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბის პროექტის ხელმძღვანელი ლევან გაბისონია.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში სახელმწიფოს ჩართულობა, რათა მოხდეს ამ მისიისა და მიზნის განხორციელება,"- აცხადებს ილინოისის ფაბლაბის CUC Fab Lab-ის წარმომადგენელი ჯეფ ჯინჯერი.
FABLAB-ი არის თავისუფალი დაშვების სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის კერძო კომპანიებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი იდეების განხორციელება. აღნიშნულ ლაბორატორიაში მოდის შემოქმედი ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული იდეა. ის ახდენს თავისი პროდუქტის პროტოტიპირებას და ამის შემდეგ გარკვეულ მესიჯი გააქვს ბაზარზე.