Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კომპანია 'მკითხველი' ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს

თარიღი : 24-03-2016, 14:00 | კატეგორია: საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
საქართველოში ყველაზე დიდი ქოლ-ცენტრი ,,მკითხველი“ მუდმივად განახლებაზე და მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანიაა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ,,მკითხველი“ აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტში, რომელიც მოსახლეობაში განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამგვარად კეთილ საქმეს ემსახურება.

კომპანია ,,მკითხველი“ ერთი წელია რაც დაარსდა და უკვე ჩართული იყო ორ ფართომასშტაბიან პროექტში. კერძოდ, ,,წიგნი გისოსს მიღმა“ და ,,ბიბლიოფილია“.

ფართომასშტაბიანი პროექტის- ,,წიგნი გისოსს მიღმა“ ფარგლებში, ,,მკითხველმა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადამიანებისათვის 300-ზე მეტი წიგნი გააგზავნა.
კომპანია ,,მკითხველი“ მოსახლეობას საკურიერო მომსახურებით უზრუნველყოფს, ამიტომაც დაინტერესებულ პირებს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ პროექტში ჩართვა კიდევ უფრო გაუადვილდა. ,,მკითხველი“-ს დისტრიბუტორებს ადგილზე მიჰქონდათ მომხმარებლისთვის მათ მიერ შეკვეთილი წიგნი და უკან მოჰქონდათ ის წიგნები, რომლებიც მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადამიანებისთვის გამოაგზავნეს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160324195800.png


ამავე პროექტის ფარგლებში, თავად "მკითხველმა" პატიმრებს კომპანიის თანამშრომლების მიერ გაკეთებული გამამხნევებელი წარწერებით სხვადასხვა გამოცემა უსახსოვრა.

ასევე, კომნპანია ,,მკითხველმა“ მონაწილეობა მიითო პროექტში ,,ბიბლიოფილია“. პროექტის ფარგლებში სკოლა ,,გონში“ მოეწყო ბიბლიოთეკა. ,,მკითხველმა“ სკოლა ,,გონი“-ს მოსწავლეებს გადასცა წიგნები სერიიდან- ,,100 ადამიანი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“.
http://topnews.com.ge/photo/news/20160324195900.png


,,როცა მივიღეთ შეთავაზება ,,მკითხველი“ ჩართულიყო მსგავს პროექტში, რა თქმა უნდა დავთანხმდით, რადგან კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს წიგნები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება. ჩვენს მიერ შერჩეული წიგნებით კი გვინდოდა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია აგვემაღლებინა, რაც მოსახლეობისათვის ექსკლუზიური და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში კომპანია ,,მკითხველი“-ს დირექტორმა გიორგი ხელაძემ.

ეწვიეთ ,,მკითხველი“-ს ოფისებს ქუთაიში წერეთლის ქუჩა #4-ში და თბილისში, წერეთლის ქუჩა #116-ში.

R


ნანახია: 2499-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეის მონაცემებით, ორგანიზაციას 150 ახალგაზრდა ჰყავს დასაქმებული.
ჩვენს სინამდვილეში რთულია იპოვო ისეთი კომპანია, რომელიც სასურველ წიგნს სახლიდან გაუსვლელად შეგარჩევინებს და ასევე სასურველ
„ბიბლიოფილია“ განხორციელდა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის #1 სასწავლებელის სამოქალაქო კლუბის „გონიერი თაობის“ ინიციატივით
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
,,ერთი წიგნის ისტორია“,-რუბრიკა, სადაც უბრალოდ საინტერესო პიროვნებები თუ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ისაუბრებენ
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა მკითხველმა გააპროტესტა ის, რომ წიგნი დარბაზის გარეთ
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი