Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'dreams come true'-ოცნებები ხდება, flex-ის კონკურსში ხარაგაულელმა მოსწავლემ გაიმარჯვა

თარიღი : 24-03-2016, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის XI კლასის მოსწავლე ფერიდე ბერაძე flex-ის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და ერთი წლით ამერიკაში სწავლის უფლება მოიპოვა.

,,dreams come true,“-ოცნებები ხდება, - ასეთი სტატუსი დადო ფერიდე ბერაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, როდესაც flex-ის კონკურსში გამარჯვება აცნობეს.

,,ძალიან მინდოდა და ბევრს ვოცნებობდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებაზე. როდესაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი კონკურსი, რომელიც მაძლევდა საშუალებას ამერიკაში ცხოვრების და სწავლის უფლება მომეპოვებინა, დავიწყე აქტიური მზადება ინგლისურ ენაში. ამ გამარჯვებისთვის შინაგანადაც ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ მომიწევდა დამოუკიდებლად ცხოვრება, უცხო ოჯახთან შეგუება. ვფიქრობ, ეს არ გამიჭირდება. ამერიკელებთან ხშირად გვიწევს ურთიერთობა, ჩვენს ოჯახში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა აფრიკელი მოხალისე ჟიზელ ჰორნერი, რომელიც ჩვენ ოჯახის წევრივით მივიღეთ,“ -ამბობს ფერიდე.

ფერიდე ამერიკაში სასწავლებლად ზაფხულში გაემგზავრება. მანამ კი ცდილობს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ბებიასგან გემრიელი ქართული კერძების მომზადება ისწავლოს და იცის, რომ ამერიკაში აუცილებლად წაიღებს ფანდურს.

ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორის ჰამლეტ ბერაძის თქმით, ფერიდეს წარმატება სკოლისა და მთლიანად რეგიონის წარმატებაა.


ნანახია: 2260-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტსმენები საქართველოს ხვალ დატოვებენ და ამერიკაში, კილინის შტატში გაემგზავრებიან.

ამინდი