მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია შესაძლოა, 2017 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალოს
თარიღი : 24-03-2016, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად, 2017 წლის პირველ იანვარს ასახელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
შინაგან საქმეტა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე იმპორტიორებთან კონსულტაციები გაიმართა, რომლის შედეგადაც, აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.
„მივაღწიეთ შეთანხმებას იმაზე, რომ სპორტულ და ტურისტულ ბიზნესში გამოსაყენებელ ავტომობილებზე შეზღუდვა არ იქნება. ეს არის, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
ხუციშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, სამიდან ექვს წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო რვა და რვა წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება. შეღავთიან რეჟიმში მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც გადადის.
მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის გარკვეულ გაიაფებას, ხოლო ძველზე გაზრდას ითვალისწინებდა, ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართა და ცვლილებათა არსებული მოდელი კუბატურის მიხედვით შეიცვლება.
„ეტაპობრივად გაძვირდება, 14-15 წლის ავტომობილის განბაჟება. 12 წლის ავტომობილის განბაჟება 70 თეთრი ეღირება, ხოლო 12 წელზე ნაკლების - 50 თეთრი. ხუთი წლიდან განბაჟება კვლავ გაძვირებას დაიწყებს. ის სეგმენტი, რომელიც იაფ ავტომანქანებზე იყო ორიენტირებული, გარკვეული შეღავათები გათვალისწინებული იქნება, რომ მოსახლეობისთვის ავტომობილების შეძენა ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ავტოპარკის დაძველება არ მოხდეს და 12 წლიდან ეტაპობრივად, ხოლო 14 წლიდან - კუბატურის მიხედვით, განბაჟება კრიტიკულად გაძვირდება“, - განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.