მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი თერჯოლაში და მადლობა თერჯოლის გამგებელს
თარიღი : 24-03-2016, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები

მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მურმან ჯინორია დღეს თერჯოლელი მაყურებლის წინაშე წარდგა მონოსპექტაკლით „ქარი მწყურია მე პირდაპირი“.
„ქარი მწყურია მე პირდაპირი“- ესაა მონოსპექტაკლი ერთ მოქმედებად, სადაც ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება თავად მსახიობს ეკუთვნის.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებია შესული. მსახიობმა თავისი ინტერპრეტაციით შეასრულა ტერენტი გრანელის, გურამ რჩეულიშვილის, ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, პეტრე გრუზინსკისა და გალაკტიონ ტაბიძის გენიალური პოეტური ქმნილებები.
ხანმოკლე შესვენებების დროს გაიმართა დიალოგი მსახიობსა და აუდიტორიას შორის. ბატონმა მურმანმა უპასუხა შეკითხვებს და გაიხსენა ეპიზოდები თავისი მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.
სპექტაკლს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. სპექტაკლის ბოლოს მურმან ჯინორიამ დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენი მეგობრობა თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის, ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ერთად მივიღეთ მონაწილეობა სპექტაკლში. მურმანმა მაჯობა ხელოვნებაში, მე კი მას პოლიტიკაში ვაჯობე,“- ჩვეული იუმორით დასძინა ბატონმა თეიმურაზმა.