ტყიბულში მეშახტეებსა და 'საქნახშირ ჯი-აი-ჯი'-ს ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება მიღწეულია
თარიღი : 23-03-2016, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში მეშახტეებსა და "საქნახშირ ჯი-აი-ჯი"-ს ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება მიღწეულია.
ხელშეკრულება, რომელსაც კომპანია მეშახტეებს სთავაზობდა, დასაქმებულებთან არ გაფორმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებთან დღევანდელი შეხვედრა დადებითად დასრულდა.
,,დღეს „ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,რომელსაც მეშახტეებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა,რომ ის კაბალური ხელშეკრულება რომელსაც კომპანია სთავაზობდა დასაქმებულ მეშახტეებს არ გაფორმდება. რაც შეეხება იმ მეშახტეებს რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი, მათი ხელშეკრულებაც ანულირდება,,- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
პროფკავშირების ხელმძღვანელის განმარტებით, სამი დღის განმავლობაში კომპანიისა და პროფკავშირების იურისტები ერთად იმუშავებენ დოკუმენტზე, რომელიც საბოლოოდ ხელშეკრულების სახით დაიდება შახტაში დასაქმებულებთან.