Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 144 000 რეალური ამომრჩეველია

თარიღი : 22-10-2013, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქუთაისში 158 000 ამომრჩეველია. ქალაქის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, 14 000 ამომრჩეველი სტატუსიანია (მიწერილი აქვს რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ ან სამხედრო მოსამსახურეა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი). ხოლო დარჩენილი 144 000 ამომრჩეველი რეალურ ამომრჩეველს წარმოადგენს.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქუთაისში 127 ძირითადი და 2 სპეციალური საუბნო საარჩევნო კომისია იმუშავებს. ძირითადი უბნების გარდა, სპეციალური უბნები #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და #3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორირიაზე განთავსდება. ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, უბნების ტექნიკური და საკანცელარიო ნივთებით აღჭურვა დღეიდან იწყება.

"მიმდინარე წელს არჩევნებისათვის მოსამზადებლად საოლქო კომისიას 60 000 ლარი აქვს. ბიუჯეტის მოცულობა საარჩევნო უბნების რაოდენობაზეა დამოკიდებული. წელს იძულებული გავხდით 14 საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ფართი დაგვექირავებინა, რამაც ხარჯები 5 000 ლარით გაზარდა," - ამბობს ოსეფაიშვილი.

ავთანდილ ოსეფაიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასაც ეხება და აცხადებს, რომ ქუთაისის საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენლებით "ქართული ოცნება" ლიდერობს.


ნანახია: 2235-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქალაქში #59 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას
ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. კომისიის წევრთა შერჩევის მიზნით, 19 აპრილიდან 24
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 42 423 ამომრჩეველმა მიიღო
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ამინდი