Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ კიცხის გაზიფიცირების სამუშაოები 2016 წელს დაიწყება

თარიღი : 23-03-2016, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილეები, პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ კიცხის და ბორის მოსახლეობას შეხვდნენ. „სოფლისმხარადაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სულ 685 310 ლარი გამოეყო, აქედან118 000 ლარი კიცხის საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის დაიხარჯება. სოფელ კიცხში დამატებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად 15 000 ლარი გამოიყოფა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 8 000 ლარი დაიხარჯება სოფელ ბორში.

სოფელ კიცხში გამართულ შეხვედრაზე, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მოსახლეობას აცნობა, რომ სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩასმულია სოფლების კიცხისა და ლაშის გაზიფიცირება და სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა , რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამებით კიცხში მცხოვრებმა 1776 ადამიანმა ისარგებლა.ბატონმა კობამ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებზე.

შეხვედრაზე, დებატები გაიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილსა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატ უჩა ბერაძეს შორის. უჩა ბერაძე სოფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს,რომ საზოგადოებრივ სახლამდე ხალხს წყალი, გზა, სტადიონი და ბიბლიოთეკა სჭირდება. საზოგადოებრივი სახლი კიცხის და დამატებით სხვა სოფლების მოსახლეობას 200–მდე მომსახურეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამავე შენობაში განთავსდება ბიბლიოთეკა, ინოვაციების ცენტრი და ადმინისტრაციული სახლი. კიცხის საზოგადოებრივი სახლის მშენებლობას მუნიციპალიტეტი თავის სახსრებით დაასრულებს.

რაც შეეხება, სოფელ კიცხში არსებულ სტადიონს. მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2000 ლარი დაიხარჯა. მოედანი მოუვლელია. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის კუთვნილი თანხა დაიხარჯა სტადიონზე, რომელზედაც შესაფერისი აქტივობა არ დაგეგმილა.

შეხვედრებზე, მოსახლეობამ საკუთარი აზრი გამოთქვა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათთვის პრიორიტეტული პროექტები დაასახელა.სოფელ კიცხის მოსახლეობისათვის კვლავ მთავარ პრომლემად რჩება საუბნო გზები და წყლის სისტემა.

სოფელ კიცხში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილი 15 000 ლარი შემდეგ პროექტებზე გადანაწილდება: ჯიმშიაშვილების უბანში,დაახლოებით 50 მეტრზე, დაიგება ბეტონის საფარი.გიორგაძეებისა და ჩხიკვაძეების უბანში შეიძენენ 10 და 8 ტონიანი წყლის ავზს, კვანტრიშვილების, ჭუბაბრიებისა და ოქრომჭედლიძეების უბანში გზებს გაუკეთდება სანიაღვრე არხები და წყლის სათავე ნაგებობა მოწესრიგდება, კიცხის მემორიალზე მოეწყობა შესასვლელი კარი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ბორისთვის 8 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით სოფელში ბერაძეების უბანში შეკეთდება სოფლის წყარო, და შეძენილი იქნება მილები. პავლაძეების უბანში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.


ნანახია: 925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსგავსი ტიპის პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები
თეიმურაზ ჯაფარიძემ ასევე მოინახულა სათემოს უბანში გრეიდერით მიმდინარე შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები.
მორიგი შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ მაღლაკში,
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი