ქუთაისი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ მარიბორს დაუმეგობრდა
თარიღი : 23-03-2016, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის დელეგაცია სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები: ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია და მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ მარიბორში ქალაქების დამეგობრების მიზნით იმყოფებოდნენ.
ქუთაისის თვითმართველობის წარმომადგენლები სტუმრად ყოფნისას მყარი ნარჩენების კომპანიაში მუშაობის სპეციფიკას გაეცვნენ. ასევე დაათვალიერეს სპორტული და ხელოვნების დარგის ინფრასტრუქტურული პროექტები. დამეგობრების დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქ მარიბორის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი ფიშტრავეცმა.
,,მინდა ავღნიშნო, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი დამეგობრებუული ქალაქი ეყოლება ევროკავშირის სივრცეში,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ქუთაისს საერთო ჯამში 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს, ხოლო რამდენიმე ქალაქთან პარტნიორული ურთიერთობები აქვს.