ქუთაისში მძღოლებმა აქცია გამართეს
თარიღი : 23-03-2016, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიკროავტობუსის მძღლობემა ზუგდიდში კომპანია „მეტრო პლიუსის“ საქალაქთაშორისო ავტობუსების შემოსვლა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული კომპანია მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს, რის შედეგადაც ზუგდიდში სხვა მიკროავტობუსის მძღოლებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
აქციას სხვა ქალაქების საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, თურქული კომპანია „მეტრო პლიუსი“ საფრთხეს არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა ქალაქების მძღოლებისთვისაც წარმოადგენს, რადგან მათ ქალაქებში კომპანიის შესვლის შედეგად ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.
ზუგდიდში „მეტრო პლიუსის“ წინააღმდეგ მიკროავტობუსების აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში კი თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, უვადო შიმშილობას დაიწყებენ.