სტალინის შვილიშვილის ფოტოებმა ინტერნეტი 'ააფეთქა'
თარიღი : 23-03-2016, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

”ხალხის ბელადს” სულ 9 ღვიძლი შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა ყველაზე უმცროსმა ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო. 44 წლის კრის ევანსი სკანდალურად ცნობილი სვეტლანა ალილუევას, სტალინის ერთადერთი ქალიშვილის უმცროსი შვილია. სვეტლანა თავის დროზე ამერიკაში გაიქცა - ორი უფროსი შვილი მიატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი. კრისი მისი მეხუთე ქორწინების დროს გაჩენილი ქალიშვილია.
”ამერიკელი ქალი როკერული გარეგნობით და კუთხოვანი სლავური სახით”, - ასე აღწერა კრისი ”პარი მატჩის” ჟურნალისტმა, რომელმაც მოახერხა კრისთან ინტერვიუს ჩაწერა. ეს მოხდა დედამისის გარდაცვალებიდან ერთ თვეში - ამ ერთადერთხელ დათანხმდა სტალინის შვილიშვილი პრესასთან ურთიერთობაზე.
კრისი მოკრძალებულად ცხოვრობს პორტლენდში, ორეგონის შტატში და პატარა მაღაზია აქვს. რუსულად არ ლაპარაკობს. ამტკიცებს, რომ გარდატეხის ასაკამდე არაფერი იცოდა ”სტალინურ რეჟიმზე” და არც პაპის ქმედებებზე, ვერც იმას ხვდებოდა, რატომ დასდევდნენ მას და დედას პაპარაცები.
ბოლო დროს კრისი სულ უფრო მეტად ჩაეფლო როკერობაში, პირსინგებსაც უმატა, გამაოგნებელი მაკიაჟით და ჩაცმულობით დადის და გასაკვირი არაა, რომ მისი ფოტოები ინტერნეტში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.