'ჭადრაკში პარტია ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას,'-რაში ეხმარება ადამიანს ჭადრაკის ცოდნა?
თარიღი : 23-03-2016, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში“-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დავით ჩირაძის სახელობის ჭადრაკის კაბინეტი სასახლის არსებობის დღიდან ფუნქციონირებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისში ჭადრაკის აღორძინება სწორედ დავით ჩირაძის სახელს უკავშირდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჭადრაკის შემსწავლელ წრეს დავით ჩირაძის მოსწავლე, ირინა ქლიბაძე 1995 წლიდან ხელმძღვანელობს. პედაგოგი ამბობს, რომ ჭადრაკის მიმართ ბავშვების ინტერესი ძალიან დიდია. წრეში მოსწავლეებს ხუთი წლის ასაკიდან იღებენ, ხოლო სწავლის პერიოდში პედაგოგი სპეიალური გეგმის საშუალებით, მოსწავლეებისათვის ჭადრაკში წარმატებისათვის საჭირო სხვადასხვა უნარის გამომუშავებას ცდილობს.
„ბავშვები იმდენად ინტერესდებიან და იმდენად უყვარდებათ ჭადრაკი, სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა ტურნირში. ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ წრის მოსწავლეებს ჰქონდეთ სპორტული შედეგები. ჩვენი მოსწავლეები იმარჯვებენ იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირებში. მონაწილეობას იღებენ საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებში, რომელიც ყოველ ზაფხულს, ფოთსა და ბათუმში ტარდება. წარმატება იმ უნარ-ჩვევებს მოაქვს, რომელსაც მოსწავლეები წრეში ითვისებენ. ჭადრაკის ცოდნა ბავშვებს უფრო უვითარებს გონებას და ხელს უწყობს, კარგი და წარმატებული მოსწავლეები იყვნენ. უყალიბდებათ ძალიან დიდი ნებისყოფა, სწავლობენ ურთიერთ პატივისცემას და ისეთ წესებს, რაც შესაძლოა სპორტის სხვა სახეობაში არ იყოს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უვითარდებთ ბრძოლის უნარი. ჭადრაკში პარტია ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას და ამას მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები,“ - ამბობს პედაგოგი.