Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს"

თარიღი : 23-03-2016, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ადრე, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, ნეტავ ისეთი გარეგნობა მქონდეს, რომ ბიჭები ჩემზე გიჟდებოდნენ და ვინმემ მომიტაცოს-მეთქი. ჰოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს ამიხდა, მაგრამ...

ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება ჯოჯოხეთია,მაგრამ საქმე ისაა, რომ ვერსად წავალ.

მშობლებმა ჩემს წაყვანაზე უარი განაცხადეს და ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს. გული მტკივა, დედამ რომ გამიმეტა. მე და ჩემი ქმარი ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ცხადია, შორიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, მე თუ ვუყვარდი. ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის.

მას ჩემს მოტაცებაში ჩემი მეგობარი გოგო დაეხმარა, რის გამოც სამუდამოდ დავკარგე. ამას წინათ იმ გოგოს გათხოვების ამბავი გავიგე. კარგ სიტუაციაში არ მოხვედრილა. ვერ ვიტყვი, გამიხარდა-მეთქი, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში "სამართალმა პური ჭამას" განცდა მქონდა. მაგრამ სხვისი ცუდი ამბებით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე, განათლების მიღებაც ვერ მოვახერხე, რომ დამოუკიდებლად შემეძლოს თავის რჩენა, არადა, მარტო საკუთარი თავი აღარ მაბარია, ამასობაში უკვე 2 შვილი გვეყოლა. მათ გამო, ვცდილობ, ყველაფერი ავიტანო... ჩემ ქმარს და ახლობლებს, რომ ჰკითხო არაფერი მაკლია და უმადური ვარ, თუმცა ცხოვრება ჯოჯოხეთად მაქვს ქცეული...

kvirispalitra.ge


ნანახია: 2491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს

ამინდი