Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას იწყებს

თარიღი : 23-03-2016, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას- „ქართული ჩაი“ ახორციელებს.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ,,ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. სოფელ ოფურჩხეთში პროგრამის ფარგლებში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება. მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.


ნანახია: 888-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროგრამის მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
იმერეთის რეგიონში პროგრამა 'ქართული ჩაის' ფარგლებში, კოოპერატივმა 'ხავერდოვანი ჩაი' დაფინანსება მიიღო და 10,50 ჰა მიწის ფართობზე
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს 'ფერეთა ჩაი'-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი