'პარკინგ სერვისით' უკმაყოფილო მძღოლები ქუთაისის მერს მიმართავენ
თარიღი : 23-03-2016, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მიმართავს. წულაია მერს იმ აქციის პირობებს აცნობს, რომელსაც "პარკინგ სერვისი"-ს საქმიანობით უკმაყოფილო მძღოლები მიმდინარე წლის 24 მარტს მართავენ.
"ქ. ქუთაისის მერს ბ.ნ შოთა მურღულიას,
24 აპრილის აქციის მონაწილეთა მოთხოვნები:
1. გაუქმდეს დღეს არსებული უკანონო პარკირების მეთოდი;
2. დაიწყეთ ზრუნვა პარკირების ადგილების კეთილმოწყობასა და ადგილების გაზრდაზე;
3. გამოცხადდეს ახალი ტენდერი პარკირების ადგილებზე და გაიმარჯვოს ისეთმა ფირმამ, რომელიც ხელს შეუწყობს მე-2 პუნქტში ჩამოყალიებებულ მოთხოვნებს;
4. არ მოხდეს ახალი მშნებლობის პროექტის გაცემა, თუკი არ იქნა მიწისქვეშა სადგომი გათვალისწინებული.
წინა ხელისუფლებას, რომ გაეთვალისწინებინა და მაგალითისთვის „ქარვასლას“, ყოფილი კინო „საქართველოს“ და ა.შ. ჰქონდეს მიწისქვეშა სადგომი, ეს იქნებოდა შეღავათი მოქალაქეებისათვის. ნუ გაიმეორებთ წინა ხელისუფლების შეცდომებს," - ნათქვამია განცხადებაში.