ტყიბულში მეშახტეებმა შესაძლოა გაფიცვა კვლავ გააგრძელონ
თარიღი : 23-03-2016, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში შესაძლოა მეშახტეების გაფიცვა კვლავ გაგრძელდეს. როგორც მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ სააგენტო topnews.com.ge--სთან საუბარში განაცხადა, "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს ადმინისტრაცია თანამშრომლებს იმ ხელშეკრულებაზე აწერინებს ხელს, რომლის პირობებიც მისი თქმით, კაბალურია.
დოლაბერიძე ტყიბულში ჩასვლას და საგაფიცვო კომიტეტის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.
,,გავეცანი ხელშეკრულებას, რომელიც მეშახტეებმა გამომიგზავნეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელშეკრულებაში არც ერთი ის შეთანხმება არ არის გათვალისწინებული, რომელსაც მეშახტეებმა და "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს ადმინისტრაციამ მეშახტეების 17-დღიანი გაფიცვის შედეგად მიაღწიეს,“ -აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.
ცნობისთვის, მეშახტეების საშუალო ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს. 17-დღიანი გაფიცვის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვდნენ.