Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია შვედეთის ქალაქ მალმოში განიხილეს

თარიღი : 22-03-2016, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
შვედეთის ქალაქ მალმოში, სკანეს რეგიონის ადმინისტრაციაში ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია-ქუთაისი 2020“-ის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია საერთაშორისო პროექტის -,,ადგილობრივი დემოკრატია და კომპლექსური ურბანული განვითარების დაგეგმარება “SymbioCity“-ის მიდგომით“ ფარგლებში შედგა. პროექტი, რომელსაც „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრი“ (ICLD) ახორციელებს, 18 თვიანია და მასში საქართველოს, თურქეთის, მაკედონიის და სერბეთის 10 ქალაქის, ასევე ქუთაისის თვითმმართველობაა ჩართული. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე თვითმმართველობებისათვის დახმარების გაწევას ურბანული განვითარების დაგეგმარების კუთხით.
პრეზენტაცია-განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის“ (ICLD) ექსპერტებმა, ასევე პროექტის მონაწილე სხვა ქალაქების წარმომადგენლებმა.

ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა წარმოადგინა.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის- ,,ადგილობრივი დემოკრატია და კომპლექსური ურბანული განვითარების დაგეგმარება ,,SymbioCity“-ის მიდგომით“ განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად იფარება „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის“ (ICLD) მიერ.


ნანახია: 2165-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
აღნიშნულს ქუთაისის მერიის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.
ბათუმის, ქუთაისის და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია შედგა.

ამინდი