დავიწყებული პროტესტი ქუთაისში და მსმენელის აპლოდისმენტებს მოკლებული მუსიკოსები

ქუთაისი ყოველთვის ბობოქარ და პროტესტით სავსე ადამიანების ქალაქად ითვლებოდა, რასაც აქ შექმნილი მუსიკა და ბენდები ყოველთვის მოწმობდა. როკი, როკენროლი,პანკი,ალტერნატიული მუსიკა,რეპმეტალი ეს ის მიმდინარეობებია, რომლებშიც ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსები მრავალფეროვნად აქსოვდნენ თავიანთ პროტესტულ სარკაზმსა და არსებულ პრობლემებს ასე აქცევდნენ მნიშვნელოვნად საზოგადოებისთვის.
გასტრელები სხვადასხვა ქალაქში, ათობით გამართული კონცერტი საკუთარ სივრცეში და უფრო მეტი ღია ცისქვეშ. წლების წინ ამ ქალაქში სისტემატიურად იბადებოდა ხარისხიანი და საინტერესო მუსიკა. მღეროდნენ პრობლემებზე, ცხოვრებაზე, რეალურზე ან არარეალურზე არქეოფტერიქსი, ბესთჰისთორი, ბურუსი, აუთსაიდერი, ბუნკერი და კიდევ ბევრი სხვა. იყო იმ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქალაქის ისტორიასა და იმიჯს.
რა ვითარებაა მსგავსი ჟანრების მუსიკის განვითარების მხრივ ქუთაისში, ამის გარკვევას თქვენთვის Topnews.com.ge შეეცადა.
ქუთაისში საკუთარ მუსიკას დღეს თითქმის არავინ ქმნის. უმეტესობა პოულარული სიმღერების ვერსიებს უკრავa და ამით საკმაოდ წარმატებულებიც არიან. ამ დროისთვის საკუთარი მუსიკით ქალაქში მოღვაწე მხოლოდ ორი ბენდია- ჯგუფი „ზეგ“ და ჯგუფი „13“.
ჯგუფი „13“, რომელიც ალტერნატიულ პოპ როკს უკრავს, ქალაქში საკმაოდ წარმატებულია. მათთან შედარებით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ჯგუფი „ზეგ", რომელმაც დაარსებიდან მალევე მიაღწია წარმატებას.
ამ ეტაპზე ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე იშვიათად თუ შეხვდებით ამ ბენდებს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმღერები ბევრს მოსწონს, მათ მიერ შექმნილ მუსიკაზე ქალაქში დიდი მოთხოვნა არ არის. მუსიკალური ცხოვრების გამყინვარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჯგუფ „აუთსაიდერის“ ყოფილი დრამერი გიორგი შილაკაძე მუსიკოსების პასიურობას ასახელებს. მისი თქმით, წარმატება მათზევეა დამოკიდებული. იგი ახალი ბენდების წარმატებაში საზოგადოების როლსაც უსვამს ხაზს:
"მუსიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და სულის სიღრმიდან იკივლონ ის, რაც ტკივათ. ამ ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროფესიონალი და დამწყები მუსიკოსია, ისინი ვერ ახერხებენ შექმნან და დაუკრან საკუთარი მუსიკა, შეფუთონ და მსმენელს მიაწოდონ. თუ ვინმე თვლის, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, საკუთარ თავში მოძებნონ მიზეზი. მსმენელიც არ არის ჩამოყალიბებული ქუთაისში და ძირითადად მოდას აყოლილები არიან და ცნობილი მუსიკოსების კონცერტზე უფრო მეტს გადაიხდიან, ვიდრე დამწყები ბენდის",-განაცხადა გიორგი შილაკაძემ.
მუსიკოსებისთვის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა ქუთაისში სარეპეტიციოს არ არსებობაა. ის ფაქტი, რომ ქუთაისში სულ რამდენიმე ბენდია და შესაბამისად, მათი მხრიდან სარეპეტიციოებისთვის გადასახადი ძალიან მცირეა, ხშირად გამხდარა სარპეტიციოს დახურვის მიზეზი. თუმცა ამ ეტაპზე,“ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“ მუსიკოსებს სარეპეტიციო ადგილს შეღავათიან ფასად სთავაზობს. ცენტრის დირექტორის ნატალი პატარიძის განცხადებით,“ახალგაზრდული ცენტრი“ ყოველთვის მზად არის მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგარზდებს გვერდით დაუდგეს.
“ვფიქრობ, რომ ქუთაისში მოღვაწე ჯგუფებს სჭირდებათ სივრცე, სადაც ექნებათ რეპეტიციის საშუალება. ამ მხრივ არ ვართ განებივრებული, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სარეპეტიციო ახალგაზრდულ ცენტრში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი აპარატურა და ფართის ფასიც მინიმალური, 2 საათში 12 ლარია,"-განაცხადა „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
საბოლოოდ, ერთ დროს მუსიკით ბობოქარი ქუთაისი დღეს საკმაოდ წყნარია. 90-იანმა წლებმა დაიტოვა ხალხის ის პროტესტი, რომელიც ერთ დროს გადატრიალებებს აწყობდა- ხელოვნებით სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა და სიმღერა არა მხოლოდ სიმღერისთვის. ქალაქმაც ამ მუსიკის გარეშე ღრმად ჩაიძინა და მისი გამოცოცხლება კი როგორც ნიჭიერ მუსიკოსებზე, ისე გემოვნებიან მსმენელზეა დამოკიდებული.
მარუსა ხურციძე