Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება 2017 წლის ბოლოდან ექნება"

თარიღი : 22-03-2016, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება მომდევნო წლის ბოლოდან ექნება. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.

"კი არის პატარა სირცხვილი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი მტკნარი წყალია, წყლის პრობლემა დგას, მაგრამ შემიძლია ქუთაისის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ქუთაისში არის წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი და მოსახლეობას წყლის პრობლემა არ ექნება," - განაცხადა მინისტრმა.

ქუთაისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ

"რაც შეეხება ქუთაისს, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ მოწესრიგდება ქუთაისის სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგება, რომლისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო,"-აცხადებენ პრესსამსახურში.


ნანახია: 1996-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის

ამინდი