თერჯოლაში მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი გაიმართება
თარიღი : 22-03-2016, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები

„ქარი მწყურია მე პირდაპირი“-მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი თერჯოლაში 23 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.
სპექტაკლზე, რომელიც თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.
„ქარი მწყურია მე პირდაპირი“- ესაა მონოსპექტაკლი ერთ მოქმედებად, სადაც ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება თავად მსახიობს ეკუთვნის.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებია შესული. ყოველი სეზონი სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან ასოცირდება. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა კი ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას აერთიანებს. ზამთარი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.
“ამ სპექტაკლით მინდა ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას,”- აცხადებს მურმან ჯინორია.