გოგი წულაია მძღოლებს აქციაზე იწვევს
თარიღი : 22-03-2016, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები

,,თავისუფალი საქართველო''-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია მძღოლებს აქციისაკენ მოუწოდებს.
წულაია ხუთშაბათს 24 მარტს 11 საათზე აქციაზე იწვევს ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვინც თვლის, რომ პარკინგ სერვისი უკანონოდ აჯარიმებს.
,,თავისუფალი საქართველო''-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მძღოლებს პარლამენტთან ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე შეხვდება და მონაწილეები ავტომობილებით მერიისაკენ დაიძრებიან.
,,მერია ჩვენი ჯიბიდან მილიონობით ლარის შოვნას აპირებს. მოგიწოდებთ ყველას, რომ წინ აღვუდგეთ ამ ხელისუფლების ამ საქციელს,"-აცხადებს წულაია.