Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკანონო ნაგავსაყრელი, რომელიც მოსახლეობას ინფექციით ემუქრება

თარიღი : 22-03-2016, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
6 წელზე მეტია ,,გუმბრინის აგარაკების'' მოსახლეობა დანაგვიანების პრობლემას ებრძვის. გუმბრინის ტერიტორია, რომელიც წყალტუბო- ქუთაისის გზაზე მდებარეობს, როგორც მუდმივ საცხოვრებელს, ასევე დასავენებელ ადგილს წარმოადგენს. მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ადგილას ნაგავი ინტენსიურად იყრება, თუმცა არ იციან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ტერიტორიას ნაგავსაყრელად იყენებს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160322140116.png

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიის ნაგვისაგან გასუფთავებას თავიანთი ძალებით ცდილობენ, თუმცა მათივე განცხადებით, პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ნაგავსაყრელად მიჩნეულ ტერიტორიაზე ყველა სახის სახის ნაგავი-მათ შორის ძველი ავეჯი, დახოცილი პირუტყვი, უვარგისი სამშენებლო მასალა, პოლიეთილენის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხვდება. გაფანტული ნარჩენები კი ინფექციის გავრცელებისა და პირუტყვის დახოცვის საშიშროებას ქმნის, რადგან მიმდებარე ადგილები საძოვრებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, პრობლემები ექმნებათ. მათივე თქმით, ბავშვებს სკოლაში ფეხით ვერ უშვებენ და იძულებულები არიან მანქანით გადაადგილდენ.
http://topnews.com.ge/photo/news/20160322140217.png


დანაგვიანების გამო, ტერიტორიაზე დღითიდღე მატულობს უპატრონო ავადმყოფი ძაღლების რაოდენობა, რაც განსაკუთრებით ბავშვებს უქმნის საფრთხეს.

,, 5-6 წელია რაც ამ ადგილას საცხოვრებლად გადმოვედი. მართალია, ნაგავს მანამდეც ყრიდნენ, მაგრამ დღეს მდგომარეობა გაცილებით რთულია. განსაკუთრებით ბავშვების გამო ვღელავთ,'' აცხადებს გუმბრინის მცხოვრები თამრიკო ერაძე.

მოსახლეობის თქმით, დანაგვიანებილი ტერიტორიის ფართობი უფრო და უფრო იზრდება და თუ ადრე ნაგავი მხოლოდ გზის პირას იყრებოდა, ამჯერად ნარჩენების თითოეული მაცხოვრებლის ეზოში მოხვედრის საშიშროება ჩნდება.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ წარსულში დასუფთავების სააგენტოს არაერთხელ მიმართეს, დაბინძურებული ადგილების ფოტოებიც აჩვენეს და მოითხოვეს იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ნაგავს ყრიან. სააგენტოში კი განუცხადეს, რომ პრობლემას ვერ მოაგვარებდნენ, რადგან კანონი ჯარიმებთან დაკავშირებით არ იყო მიღებული.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის ნაგვის ყუთებიც იყო განთავსებული, რომლებიც, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მალევე აიღეს. ადამიანებს დაგროვილი ნაგავი პაკეტებით მიაქვთ და ქალაქში განთავსებულ ნაგვის ყუთებში ყრიან.

გუმბრინის მოსახლეობა ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აბრების გამოკვრასა და ნაგვის ყუთების დადგმას ითხოვს.

გუმბრის თემში წყალტუბოს გამგებლის წარმომადგენელი ამირან ბალანჩივაძე ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას პირადად გაესაუბრება. რაც შეეხება ნაგვის ყუთების განთავსების საკითხს, ბალანჩივაძე ამბობს, რომ ნაგვის ყუთების გზის პირას დგას, რის თანხასაც მოსახლეობა იხდის.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1790-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობა ჯიბლაძის ხუთ ნომერში, მიტოვებულ ეზოში არსებული ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელის გასუფთავებას და ტერიტორიის დეზინფექციის
ქუთაისში, ავტომშენებლის 6 ნომერში მაცხოვრებლები მათი კორპუსის გვერდით მდებარე არხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოლკლორის სასახლესთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან ნაგვის
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე, სამსახურის უფროსები, გამგეობისა
როგორც სოფლის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას ამოღებული ქვა-ღორღი სამშენებლო ორგანიზაციას

ამინდი