'გირჩი' ქუთაისის მერიას თავშესაფრის გარეშე მყოფი მამაკაცის დახმარებისკენ მოუწოდებს
თარიღი : 22-03-2016, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მანდარიას პირველი შესახვევის # 4-ში მცხოვრები დავით ჭულუხაძე რამდენიმე წელია დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ პრობლემას ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი'' ასაჯაროებს.
რამდენიმე წელია, რაც ჭულუხაძე ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. მისივე თქმით, საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ტერიტორიაზეა და მისი დანგრევის მთავარი მიზეზი10 წლის წინ გაზის მაგისტრალის გაყვანა და ხეების მოჭრა გახდა.
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი''-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით, წლებია რაც აღნიშნულ პრობლემაზე დავით ჭულუხაძე მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართავს. მისივე თქმით, პასუხი ცინიკურია და მერია აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მსგავსი შინაარსის მიმართვა არ შესულა.
,,ჩვენ გვაქვს 5 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწერილი წერილები და მათ მიერ გაცემული პასუხები,"- აცხადებს ცამციშვილი.
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი''-ს წარმომადგენლის თქმით, არსებობს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭულუხაძის სახლის დანგრევა გაზის მაგისტრალის გაყვანასა და ხეების მოჭრას უკავშირდება.
,,მერიაში ამბობენ, რომ დედანი ჭულუხაძეს აქვს წაღებული, რაც კიდევ ერთი ტყუილია,"-აცხადებს ცამციშვილი.
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი'' ითხოვს, დავით ჭულუხაძე მოხვდეს იმ ადამიანთა სიაში, რომელთათვისაც მერია 2016 წელს საცხოვრებელს ააშენებს.
დავით ჭულუხაძის პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხით გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქულები არ უნდა ჩაიწერენ.
,,ქუთაისის მერია ამ პიროვნებას ერთჯერადად დაეხმარება. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და თუ ეს ადამიანი მას დააკმაყოფილებს მიეცემა საცხოვრებელი ფართი,"-აცხადებს ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე.