Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყლის საერთაშორისო დღე ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

თარიღი : 22-03-2016, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
22 მარტს მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გამართა.

ქუთაისში, ახალაშენებული წყლის რეზერვუარის ტერიტორიაზე, მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც ასახული იყო იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პარალელურად, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წყლის თემაზე ფოტოკონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ კონკურსანტებს კომპანიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოეწყო მობილური ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოხდა წყლის სინჯების აღება.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ფაზა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. ასევე, გაეცნენ წყლის სინჯების აღების პროცესს და დაათვალიერეს ფოტო გამოფენა.


ნანახია: 2032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ქუთაისის 1
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ამინდი